მომხმარებლის ვებ საიტის ჰოსთინგი განხორციელდება სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დაცულ გარემოში, რომელზეც მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და განახლება;

უსაფრთხოების პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, სსიპ „სმართ ლოჯიქი“ მომხმარებელს ჰპირდება კომპეტენციის ფარგლებში დროულ  რეაგირებას, ასევე, საჭიროებისამებრ საიტის შეღწევადობის ტესტის და აუდიტის პერიოდული განხორციელებას.

 

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს:

  • ერთი საიტის მოცულობა - 30 GB (კონტენტი-სტატიკური ფაილები);
  • ერთი საიტისთვის ბაზების რაოდენობა - 5;
  • ერთი საიტისთვის ბაზების საერთო მოცულობა - 10 GB;
  • ვებ სერვისი - 5;
  • ელ-ფოსტის ქვოტა - დღეში 1000 მომხმარებელი;
  • ქვედომენების შეუზღუდავი რაოდენობა.

 

ვებ საიტის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება:

საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;

აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფა უმოკლეს ვადაში ,  ვებ საიტის და მისი ფუნქციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

საჭიროების შემთხვევაში ლოგოს შეცვლა და საიტის ფერების შეცვლა ლოგოს შესაბამისად და მცირე ცვლილებების შეტანა დიზაინში (ფერები, შრიფტი);

საიტზე ახალი (დამატებითი) ფუნქციის ჩაშენება.