სსიპ „სმართ ლოჯიქს“ ჰყავს კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული დეველოპერების გუნდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სერვისს. ჩვენი არსებობის მანძილზე შევქმენით და დავნერგეთ არაერთი წარმატებული პროექტი, როგორც იუსტიციის სამინისტროს უწყებებში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში.

ჩვენი პროექტ მენეჯერები ხელმძღვანელობენ PMI მეთოდოლოგიით, ხოლო ტექნოლოგიების არჩევაში სრული თავისუფლება გვაქვს, გადაწყვეტილებას ვიღებთ თითოეული პროექტის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. ჩვენი ძირითადი პროექტები შესრულებულია .NET ფრეიმვორკის გამოყენებით, ხოლო მონაცემთა ბაზები მუშავდება Oracle და MS SQL_ის მეშვეობით.  ასევე აქტიურად ვიყენებთ Continuous Integration (TeamCity) და Continuous Deployment (Octopus)  ხელსაწყოებს, ისევე როგორც Confluence და JIRA-ს.