სისხლის სამართლის საქმეთა მართვის პროექტი დაიწერა საქართველოს პროკურატურის ინიციატივით. აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე აღირიცხება აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ასევე მისი მეშვეობით ხდება სისხლის სამართლის საქმეთა დოკუმენტების მართვა და სტატისტიკური რეპორტების შედგენა.

პროექტის უპირატესობებია: 

  • სისხლის სამართლის საქმეთა მართვის პროცესში ქაღალდის დოკუმენტების ბრუნვის გაუქმება და სრულად ელექტრონულ სერვისზე გადასვლა;
  • სხვადასხვა საგამოძიებო უწყების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების ერთი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით წარმოება და მართვა;
  • სწრაფი და მოქნილი საძიებო სისტემა;
  • ზუსტი სტატისტიკური ანგარიშების (რეპორტების) შედგენა;
  • ცხელი ხაზი მომხმარებლის პრობლემების მოსაგვარებლად;
  • დაცული სისტემა.