ქლაუდ პლათფორმა არის  ქლაუდის მართვის   პლათფორმა, რომელიც აერთიანებს კომპიუტერულ რესურსებს საჯარო, კერძო და ჰიბრიდულ ინფრასტრუქტურას ერთ ქლაუდ სერვისად. ქლაუდ პლათფორმა მართავს ქსელს,  მეხსიერების საცავებსა  და იმ  საოპერაციო  კვანძებს,     რომლებიც ქმნიან ერთიან ქლაუდ ინფრასტრუქტურას.

ქლაუდ პლატფორმის იერარქიული სტრუქტურის  საშუალებით, შესაძლებელია მხოლოდ ერთი სამართავი ინტერფეისის გამოყენებით გაიზომოს და დაახარისხდეს ასეულობით ფიზიკური სერვერი.

სსიპ „სმართ ლოჯიქის“  ქლაუდ პროექტის საშუალებით შესაძლებელია საჯარო ქლაუდ მომსახურების მიწოდება, როგორც საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციებისთვის ასევე კერძო კომერციული ერთეულებისთვის.

ჩვენი ქლაუდ პლათფორმა მომხმარებელს სთავაზობს ინფრასტრუქტურულ სერვისს, რომელიც გვაწვდის სამომხმარებლო პორტალს და ბილინგ მექანიზმებს. 

 

პროექტის მიზნები: 

  1. სმართ ლოჯიქის მომხმარებლები შეძლებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ასოცირებული კაპიტალური დანახარჯებიდან სრულად ან ნაწილობრივად საოპერაციო დანახარჯებზე გადასვლას;
  2. მომსახურების მისაღებად მომხმარებბლები, სპეციალური თვითმომსახურების პორტალის მეშვეობით შეძლებენ მათთვის სასურველი, ნებისმიერი ოპერაციის შესრულებას სმართ ლოჯიქის ჩარევის გარეშე;
  3. მომხმარებლებს აღარ მოუწევთ ხანგრძლივი და რთული პროცედურების გავლა. ისინი მათთვის სასურველ სერვისს მიიღებენ შეკვეთიდან რამდენიმე წუთში;
  4. მომხმარებლები შეძლებენ ზუსტად იმ მოცულობის გამოთვლითი სიმძლავრეების მიღებას რამდენიც მოცემულ მომენტში სჭირდებათ და გადაიხდიან იმისას რასაც გამოიყენებენ;
  5. მომხმარებლები სურვილის შემთხვევაში შეძლებენ არსებული გამოთვლითი სიმძლავრეების მოცულობის გაზრდას ან შემცირებას მაშინ როდესაც მათ ამის საჭიროება დაუდგებათ.