სსიპ “სმართ ლოჯიქი“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენი მისიაა, სახელმწიფო უწყებებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად უზრუნველვყოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დინამიურად განვითარებად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ხოლო ჩვენი ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:

  • სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

  • ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვა და მისი მონიტორინგი;

  • ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გაწეული ხარჯების მინიმიზაციას;

  • ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ხარჯების ეფექტურ შემცირებას;

  • კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მათი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება- სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;

  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათი ვებგვერდების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების სისტემებში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების წესებისა და ნორმების შემუშავება, აგრეთვე სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფა, ინტერნეტმომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;

  • მომსახურების მიმღები დაწესებულებების ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

  • კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების მიმღები დაწესებულებების მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მომსახურების მიმღები დაწესებულებების პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით.