GOV.GE ზონის გამოყენება და დომენის რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს (სამინისტროებს, სააგენტოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სხვა).

DNS.CLOUD.GOV.GE პროექტის იდეა ის არის, რომ დომენის დარეგისტრირების და მართვის პროცესი იყოს უფრო მარტივი, მოქნილი და თავისუფალი.

პროექტი არაკომერციულია. მომსახურება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არის სრულიად უფასო საქართველოს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციისთვის  (მიუხედავად დარეგისტრირებული დომენების რაოდენობისა).

 

DNS მართვის სისტემის უპირატესობებია: 

  • უფასო მომსახურება ყველა კვალიფიკაციური სუბიექტისთვის (სახელმწიფო ორგანიზაცია);
  • დაცული სისტემა;
  • მაღალი ხელმისაწვდომობა (სუბიექტს მხოლოდ ინტერნეტით შეუძლია ავტორიზაცია და ჩანაწერების მართვა ნებისმიერი ადგილიდან);
  • ორგანიზაციის ჩანაწერების რამდენიმე ადამიანის მიერ მართვის შესაძლებლობა;
  • ერთი მომხმარებლის მიერ ერთზე მეტი ორგანიზაციის ჩანაწერების მართვის შესაძლებლობა;
  • დომენის რეგისტრაციის სიმარტივე და მათი რაოდენობის შეუზღუდავობა;
  • ყველა ოპერაციის (დომენის რეგისტრაცია, ჩანაწერების მართვა და სხვა) მომენტალურად ასახვა;
  • ცხელი ხაზი მომხმარებლის პრობლემების მოსაგვარებლად;
  • მარტივი ინტერფეისი.

GOV.GE დომენის რეგიატრაციისთვის დააჭირეთ აქ.

GOV.GE დემენის მართვის და მოხმარების წესები იხილეთ ბმულზე.