სსიპ „სმართ ლოჯიქი“ მომხმარებელს სთავაზობს DC კოლოკაციის სერვის, რაც გულისხმობს, მომხმარებლის აპარატურის სსიპ „სმართ ლოჯიქის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაში განთავსებასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.

 

ხელმისაწვდომობა

კოლოკაციის სერვისის ხელმისაწვდომობა: 24/7, 365 დღე ერთი წლის განმავლობაში;

სასერვერო ოთახის სერვისის ხელმისაწვდომობა ერთ თვეში: 99.8%

ქსელური სერვისების ხელმისაწვდომობა ერთ თვეში: 99.7%

 

სერვისის აღწერა

აპარატურის განთავსების ადგილი - სასერვერო ოთახი, რომელიც აღჭურვილია სასერვერო კარადებით, ქსელური ჩართვებით და დენის დისტრიბუციის მოწყობილობებით;

სისტემის მონიტორინგი, შეტყობინებების სერვისი და ადგილზე პრობლემის მოგვარება  მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით;

ფიზიკური უსაფრთხოება და შეზღუდული დაშვება;

მომხმარებლის მოწყობილობაზე მომხმარებლის მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა (როგორც ფიზიკური ასევე დისტანციური);

ელექტრონულ და მექანიკურ ინფრასტრუქტურას შექმნილია ისე, რომ შესაძლებელია მისი ცალკეული კომპონენტების შეკეთება სისტემის პარალიზების გარეშე;

კლიმატ კონტროლის, ხანძარქრობისა და დენით მომარაგების სისტემების მენეჯმენტი.

 

 უსაფრთხოება

ფიზიკური უსაფრთხოება:

სასერვერო ოთახი იზოლირებულია შენობისგან. სასერვერო ოთახი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სკანერით.

სსიპ „სმართ ლოჯიქი“ პერიმეტრის მუდმივ მონიტორინგს ახდენს უსაფრთხოების კამერების მეშვეობით.

ინფორმაციული უსაფრთხოება:

სსიპ „სმართ ლოჯიქი“ პასუხისმგებელია გამოიყენოს შეთავაზებული სერვისები ისე, რომ დაიცვას უსაფრთხოების წესები. მოახდინოს საკუთარი კონტენტის დაცვა სარეზერვო ასლის და საჭიროების შემთხვევაში კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, იმისთვის, რომ დაცული იყოს არამართლზომიერი წვდომისგან. 

 

ტექნიკური მხარდაჭერა

ყველა მოთხოვნა, ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ, შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტრონულ ფოსტაზე ან სატელეფონო მომსახურების ცენტრის ნომერზე. ოპერატორების მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7 განმავლობაში. მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს კომუნიკაციის სასურველი მეთოდი, რომელსაც  სსიპ „სმართ ლოჯიქი“ გამოიყენებს მათთან დაკავშირებისას.