სსიპ "სმართ ლოჯიქის" ისტორია იწყება 2009 წლიდან, როდესაც იგი წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

იუსტიციის სამინისტროსთვის IT მომსახურების გაწევის გარდა, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი IT ინფრასტრუქტურული და პროგრამული განვითარების პროექტი, თანდათანობით კი გავხდით IT სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებული დეპარტამენტი, რომელთან ერთადაც დაინტერესებული მხარეებისთვის სტრატეგიული მიზნების განხორციელება კომფორტული იყო.

ჩვენი ხარისხიანი  IT მომსახურების ცნობადობის გაზრდამ, ასევე გაზარდა სერვისზე მოთხოვნა, შედეგად იუსტიციის სამინისტროს არაერთმა სააგენტომ დაიწყო ამ მომსახურებით სარგებლობა, რის შემდეგაც, აშკარა გახდა ჩვენი საჭიროება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებს გარეთაც.

2012 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გარდაქმნილიყო. შედეგად ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის IT სერვისების შეთავაზებება. მოკლე დროის განმავლობაში სსიპ „სმართ ლოჯიქმა“ ბევრ ორგანიზაციაში სხვადასხვა IT სერვისი წარმატებით დანერგა.

ჩვენი IT ინფრასტრუქტურა არის დაცული, მუდმივად განახლებადი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. დღეის მდგომარეობით სსიპ „სმართ ლოჯიქი“ 45-ზე მეტ ორგანიზაციას აწვდის სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის IT მომსახურებას. ჩვენ გვენდობიან ისეთი ორგანიზაციები, რომელთაც სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო ფუნქცია აქვთ.